ავტომატური ნიველირების ფუნქცია
ავტომატური ნიველირებით მუშაობა (იხ. სურ. A−E)
დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი სტაბილურ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ან დაამაგრეთ ის შტატივზე (10).
ავტომატური ნიველირებით მუშაობისთის გადაწიეთ ფიქსატორის ამომრთველი (4) პოზიციაზე
. მდგომარეობის ინდიკატორი (2) აინთება მწვანედ.
ავტომატური ნიველირების ფუნქცია კომპენსირებს უსწორმასწორობას თვითნიველირების დიაპაზონის ფარგლებში ±4°. ნიველირება დასრულებულია, როგორც კი ლაზერული ხაზები შეწყვეტენ გადაადგილდებას.
თუ ავტომატური ნიველირება შეუძლებელია, მაგ.: ვინაიდან ზედაპირი რომელზეც დაყენებულია საზომი ხელსაწყო, გადახრილია 4° მეტად, მდგომარეობის ინდიკატორი (2) აინთება წითლად, ლაზერული სხივები იწყებს ციმციმს და ისმის ხმოვანი სიგნალი.
ამ შემთხვევაში საზომი ინსტრუმენტი დააყენეთ ჰორიზონტალურად და დაელოდეთ თვითნიველირების დასრულებას. მას შემდეგ, რაც საზომი ინსტრუმენტი შევა ავტომატური ნიველირების დიაპაზონში ±4° (2), ლაზერული სხივები იწყებენ უწყვეტ ნათებას და მდგომარეობის ინდიკატორი იწყებს მწვანედ ნათებას.
ავტომატური ნიველირების დიაპაზონს მიღმა ±4° ავტომატური ნიველირებით მუშაობა შეუძლებელია, ვინაიდან ვერ იქნება გარანტირებული ვერც ლაზერული სხივების სიზუსტე, ვერც ლაზერულ სხივებს შორის სწორი კუთხე.
შერყევისას ან პოზიციის შეცვლისას მუშაობის დროს საზომი ინსტრუმენტი ავტომატურად თვითნიველირდება. განმეორებითი ნიველირების შემდეგ შეამოწმეთ ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ლაზერული ხაზების პოზიცია რეპერული წერტილების მიმართ საზომი ინსტრუმენტის გადაადგილების შედეგად შეცდომების თავიდან აცილების მიზნით.
მუშაობა ქანქარის ფიქსატორით (იხ.სურ. F)
ქანქარის ფიქსატორით მუშაობისთვის გადაწიეთ ფიქსატორის ამომრთველი (4) პოზიციაზე
. მდგომარეობის ინდიკატორი (2) აინთება წითლად.
ქანქარას ბლოკირებით მუშაობისას ავტომატური ნიველირება გამორთულია. საზომი ინსტრუმენტი შეგიძლიათ გეჭიროთ ხელში ან დადგათ დახრილ საფუძველზე. ამასთან ლაზერული ხაზები აღარ ნიველირდება და აღარ წარმოქმნიან პერპენდიკულარს.