მუშაობის რეჟიმი
საზომ ხელსაწყოს აქვს მუშაობის რამდენიმე რეჟიმი, რომელთა გადართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს:
- ჯვარედინა ხაზების რეჟიმი (იხ. სურ. A−C და F): საზომი ხელსაწყო ასრულებს ერთი ჰორიზონტალური და ერთი ვერტიკალური ლაზერული სხივის პროექციას ლაზერული სხივის გამოსასვლელი წინა ხვრელიდან, ასევე ერთი ვერტიკალური ლაზერული სხივის პროექციას გვერდითა გამოსასვლელი ხვრელიდან (1). ორივე ვერტიკალური ლაზერული ხაზები გადის ერთმანეთის მიმართ 90°.
- ვერტიკალური რეჟიმი (იხ. სურ. D): საზომი ხელსაწყო ასრულებს ერთი ვერტიკალური ლაზერული ხაზის პროექციას ლაზერული სხივის გამოსასვლელი წინა და გვერდითა ხვრელიდან (1). ორივე ლაზერული ხაზები გადის ერთმანეთის მიმართ 90°.
- ჰორიზონტალური რეჟიმი (იხ. სურ. E): საზომი ხელსაწყო ასრულებს ერთი ჰორიზონტალური ლაზერული ხაზის პროექციას ლაზერული სხივის გამოსასვლელი წინა ხვრელიდან (1).
ჩართვის შემდეგ საზომი ინსტრუმენტი ჯვარედინა ხაზების რეჟიმშია. რეჟიმის შესაცვლელად, დააჭირეთ ამომრთველს (3), სანამ ლაზერის სხივები არ გადავა საჭირო სამუშაო რეჟიმში.
მუშაობის ყველა რეჟიმი შეგიძლიათ ჩართოთ ავტომატური ნიველირებით და ქანქარის ფიქსატორით.