ექსპლუატაციაში ჩაშვება
- დაიცავით საზომი ხელსაწყო ტენიანობისა და მზის პირდაპირი სხივებისგან.
- დაიცავით საზომი ხელსაწყო ექსტრემალური ტემპერატურებისა და ტემპერატურის ვარდნის ზემოქმედებებისკან. არ დატოვოთ იგი, მაგალითად, დიდი ხნით მანქანის სალონში. ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევის შემთხვევაში, ჯერ აცალეთ საზომ ხელსაწყოს გაგრილება/გათბობა და მუშაობის გაგრძელებამდე ყოველთვის შეასრულეთ სიზუსტის შემოწმება იხ. საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება.
ექსტრემალურმა ტემპერატურებმა და ტემპერატურის ვარდნამ შეიძლება უარყოფითდ იმოქმედოს საზომი ხელსაწყოს სიზუსტეზე.
- მოერიდეთ საზომი ხელსაწყოს ვარდნას და ძლიერ დარტყმებს. ელექტროხელსაწყოზე ძლიერი ზემოქმედების შემდეგ, რეკომენდებულია მისი სიზუსტის შემოწმება, სანამ გააგრძელებთ მასთან მუშაობას იხ. საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება.
- გადაწიეთ ქანქარის ფიქსატორის ამომრთველი პოზიციაზე
საზომი ხელსაწყოს ტრანსპორტირებისას. ამით იბლოკება ქანქარა მექანიზმი, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში მკვეთრი მოძრაობებისას შესაძლოა დაზიანებულიყო.
ჩართვა/გამორთვა
საზომი ხელსაწყოს ჩასართავად, დააჭირეთ ამომრთველს (3). ჩართვისთანავე საზომი ხელსაწყო იწყებს ლაზერული სხივების პროექციას ლაზერული სხივების გამოსასვლელი ხვრელიდან (1).
- არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და მოერიდეთ პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს ლაზერის სხივთან, მაშინაც კი, თუ დიდ მანძილზე იმყოფებით.
იმისთვის, რომ გამორთოთ საზომი ხელსაწყო, დააჭირეთ ამომრთველს (3), სანამ არ ჩაქრება მდგომარეობის ინდიკატორი (2). ქანქარა მექანიზმის ფიქსირებისთვის გადაწიეთ ქანქარის ფიქსატორის ამომართველი (4) პოზიციაზე
.
- არ დატოვოთ ჩართული საზომი ხელსაწყო უყურადღებოდ და გამორთეთ საზომი ხელსაწყო გამოყენების შემდეგ. ლაზერის სხივმა შეიძლება დააბრმავოს სხვა ადამიანები.