მტვრის და ბურბუშელას მოშორება

არ უგულებელყოთ მუშაობისას მტვრის რაოდენობის შემცირების ზომები. შესაბამისი გამწოვი მოწყობილობა ამცირებს ჯანმრთელობისთვის მავნე მტვრის რაოდენობას. უზრუნველყავით სამუშაო ადგილის კარგი ვენტილაცია. ყოველთვის გამოიყენეთ სასუნთქი ორგანოების დაცვის შესაბამისი საშუალებები. შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ ამ მასალისთვის შესაფერისი მტვრის მოცილების სისტემა. დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.

მოთხოვნები მტვერსასრუტისადმი

შლანგის რეკომენდირებული ნომინალური დიამეტრი

მმ

28

საჭირო გაუხშოებაA)

მბარი
ჰპა

≥ 140
≥ 140

საჭირო ხარჯიA)

ლ/წმ
მ³/სთ

≥ 23
≥ 82,8

ფილტრის რეკომენდირებული ეფექტურობა

მტვრის კლასი MB)

A)

სიმძლავრის მნიშვნელობა ელექტროხელსაწყოს შემწოვ მილყელზე

B)

IEC/EN 60335-2-69 თანახმად

დაიცავით მტვერსასრუტის მითითებები. შეწოვის სიმძლავრის შემცირებისას შეწყვიტეთ მუშაობა და აღმოფხვერით მიზეზი.

მტვრის და ბურბუშელას ხვრელი შესაძლოა გაჭედილი იყოს მტვერით, ბურბუშელათი ან ნამზადის ფრაგმენტებით.

  • გამორთეთ ელექტროხელსაწყო და გამოაერთეთ ელექტრო კვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
  • დაელოდეთ, სანამ სახერხი დისკი ბოლომდე არ გაჩერდება.
  • გამოავლინეთ ბლოკირების მიზეზი და აღმოფხვერით ის.

ნახერხის გამოსასვლელი მილყელის გავლება (იხ. სურ. i)

ნამზადის ნამტვრევების და მსხვილი ნათალის მოსაშორებლად შეგიძლიათ გაავლოთ სახერხი დისკის ქვედა დამცავი ბუდე (52).

მტვერსასრუტის გარე სისტემა (იხ. სურ. j)

  • მყარად ჩასვით შესაბამისი შლანგი მტვერმოშორების ადაპტერში (34).

მტვერსასრუტი უნდა გამოსადეგი იყოს დასამუშავებელ მასალაზე.

გამოიყენეთ სპეციალური მტვერსასრუტი განსაკუთრებით მავნე კონცეროგენული მტვრის და მშრალი მტვრის მოსაშორებლად.