ნიველირების სიზუსტის შემოწმება ჰორიზონტალურ პოზიციაში
საიმედო და ზუსტი შედეგის მისაღებად რეკომენდირებულია შეამოწმოთ ნიველირების სიზუსტე თავისუფალ საზომ მონაკვეთზე სიგრძით 30 მ კედლის წინ მყარ საფუძველზე. თითოეული ღერძისთვის შეასრულეთ ზომვის სრული პროცედურა.
- დაამონტაჟეთ საზომი ხელსაწყო ჰორიზონტალურ პოზიციაში 30 მ მანძილზე კედლიდან შტატივზე ან დააყენეთ მყარ თანაბარ საფუძველზე.
- ჩართეთ საზომი ხელსაწყო.

- ნიველირების დასრულების შემდეგ მონიშნეთ ლაზერულის სხივის ცენტრი კედელზე (წერტილი Ⅰ).

- მოატრიალეთ საზომი ხელსაწყო 180°, სიმაღლის უცვლელად.
- დაელოდეთ, სანამ საზომი ხელსაწყო შეასრულებს თვითნიველირებას.
- მონიშნეთ ლაზერული სხივის ცენტრი კედელზე (წერტილი Ⅱ).
- მოატრიალეთ საზომი ხელსაწყო 90° ან გაიმეორეთ გაზომვის პროცესი სხვა ღერძისთვის.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ წერტილი Ⅱ ჩამოკიდული იყოს წერტილი Ⅰ-ზე ან მის ქვეშ.
30 მ მონაკვეთზე მაქსიმალურად დასაშვები ცდომილება ±1,5 მმ. ამგვარად, მანძილი d Ⅰ და Ⅱ წერტილებს შორის გაზომვის ორივე პროცედურის დროს არ უნდა აღემატებოდეს მაქს. 3 მმ.