დახრის შემოწმება

  1. საზომი ხელსაწყო დააყენეთ შტატივზე ჰორიზონტალურ პოზიციაში (26).
  2. აირჩიეთ ბრუნვის რეჟიმი.
  3. დააყენეთ შტატივი საზომი ხელსაწყოთი ისე, რომ Y ღერძი იყოს შესამოწმებელ ფერდობთან ერთ ხაზში.
  4. შეიყვანეთ დახრის საჭირო მნიშვნელობა Y ღერძის დახრის სახით იხ. დახრის რეჟიმი ჰორიზონტალურ პოზიციაში.
  5. დაამაგრეთ ლაზერული მიმღები (24) მანძილსაზომ თამასაზე სამაგრის მეშვეობით (25).
  6. მანძილსაზომი თამასა დააყენეთ დახრილი სიბტრყის საფუძველში.
  7. გაასწორეთ ლაზერული მიმღები საზომი თამასის სიმაღლეზე ისე, რომ საზომი ხელსაწყოს ცვლადი ლაზერული სხივი (1) გამოისახოს ცენტრში.
  8. დააყენეთ მანძილსაზომი თამასა ლაზერული მიმღებით დახრილი სიბტრყის სხვადასხვა საკონტროლო წეტილებზე.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ლაზერული მიმღების პოზიცია მანძილსაზომ თამასაზე დარჩეს უცვლელი.

თუ ლაზერული სხივი ყველა საკონტროლო წერტილზე გამოისახება ცენტრში, სიბრტყის დახრა სწორია.